„აგროცენტრის“ ბიზნეს განვითარების მოდელის მოსამზადებელი ღონისძიებების პრეზენტაცია ბოლნისში

0
35

მედია გზამკვლევი

როდის: 2019 წლის 13 სექტემბერი, 14:00-15:00
სად: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მცირე საკონფერენციო დარბაზი,
(ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა N106)
„აგროცენტრის“ ბიზნეს განვითარების მოდელის მოსამზადებელი სამუშაოების პრეზენტაციის ღონისძიება ღიაა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის აკრედიტაციის გარეშე. ღონისძიების მიზანია კონკურსის საფუძველზე შერჩეული ექსპერტთა ჯგუფის მიერ ბიზნეს მოდელის მოსამზადებლად შემოთავაზებული მეთოდოლოგიისა და დაგეგმილი აქტივობების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა.

„აგროცენტრი“ თავს მოუყრის და გაყიდის ადგილობრივ პროდუქციას საცალო მომხმარებელზე. მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა სრულყოფილი ბიზნესის განვითარების მოდელის შემუშავება, რომლითაც განისაზღვრება აგროცენტრის მისია, მომხმარებელთა ჯგუფები, ძირითადი პარტნიორები, ბიზნეს პროცესი, ბიზნეს წარმართვისთვის საჭირო რესურსები, მოთხოვნის შექმნისა და მარკეტინგული სტრატეგია.

„აგროცენტრის“ ბიზნესის განვითარების მოდელის შემუშავება ხორციელდება პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მიერ.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობის, ევროკავშირის, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის” სამდივნოს, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და თქვენი მონაწილეობის დასადასტურებლად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:
სერგი გორდაძე
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის
ეკონომიკის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
მობ: +995 591 40 00 62
ელ-ფოსტა: Sergigordadze@gmail.com

NO COMMENTS

LEAVE A REPLY