კაზრეთში „იდეების ლაბორატორიის“ ორი პროექტი განხორციელდა

0
43

„არემჯის“ საგანმანათლებლო პროექტ „იდეების ლაბორატორიის“ ორმა გამარჯვებულმა გუნდმა  საკუთარი პროექტები განახორციელეს.

ჯგუფებმა ზაფხულის ბოლოს,  სხვადასხვა აქტივობებით გაახალისეს და გააერთიანეს დაბის ახალგაზრდობა. პროექტის ფარგლებში კაზრეთის ცენტრალიურ პარკში დაიდგა ნაგვის ურნები. ასევე ჩატარდა დასუფთავების აქცია და ცარცით ხატვის კონკურსი, გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ნანუკა მოსეშვილის გუნდმა იზრუნა მათზე ვინც დაბიდან გასვლა ვერ შეძლო და სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები შესთავაზა დაბაში დარჩენილ ბავშვებს. N1 საჯარო სკოლაში გაიმართა ინტელექტუალურ-გასართობი კონკურსი რა? სად? როდის? ინტელექტ-კონკურსში სამი მონაწილე გუნდიდან გამარჯვებულს საჩუქრად თასი, სიგელები და წიგნები გადაეცა. ასევე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდის საუკეთესო კაპიტანი.

პირველ ადგილზე გასული პროექტი, რომელიც დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის ეზოს მოწყობას ითვალისწინებს, შემოდგომის ბოლომდე განხორციელდება.

 „იდეების ლაბორატორია“  „არემჯის“ საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ახალგაზრდების სოციალური პასუხისმგებლობის და სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

NO COMMENTS