სოფელ გეტაში მდინარეზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდი მოეწყო

0
39

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, სოფელ გეტაში მდინარეზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდი მოინახულა.

სოფლის მოსახლეობა ხიდის მოწყობას წლების განმავლობაში ითხოვდა. ხშირად ადიდებულ მდინარე გეტაზე გადაადგილება შეუძლებელი ხდებოდა. ეს პრობლემა კი წელს ადგილობრივი ხელისუფლებისა და სოფლის განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მოგვარდა.

„მოხარული ვარ, რომ სოფელ გეტაში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოვუგვარეთ. დღეს მოსახლეობას მდინარე გეტაზე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, სრულიად უსაფრთხო გადასასვლელი საფეხმავლო ხიდით შეუძლია სარგებლობა. მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები ამ სოფელში და მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY