„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, კაზრეთის საგანმანათლებლო დაწესებულებების ახალი ინფრასტრუქტურით აღჭურვა გრძელდება

0
30

 №1  სკოლის  გარემონტებულ სააქტო დარბაზს ახალი სკამები შეემატა.  სკოლა მზად არის ნებისმიერ მუსიკალურ თუ თეატრალურ ღონისძიებას უმასპინძლოს. კომპანიის მხარდაჭერით სრულად განახლდა ინვენტარი  ჭადრაკის კლუბში.

№2  სკოლაში  „იდეების ლაბორატორიის“ გამარჯვებულმა გუნდმა სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო, რისთვისაც ეზოში დასუფთავების აქცია ჩატარდა. დასუფთავებაში „არემჯის“ თანამშრომლებიც ჩაერთვნენ. პროექტის ფარგლებში  სკოლის ეზოში დაირგვება  ნერგები და დაიდგმება სკამები.

კაზრეთის საბავშვო ბაღის ყველა აღსაზრდელი ერთნაირ კომფორტული და ფერად საწოლებში დაიძინებს. წელს „არემჯიმ“ ბაღის საწოლებით აღჭურვის პროექტი დაასრულა. კომპანიის წარმომადგენლებმა ახალი სასწავლო წელი სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღსაც მიულოცეს და ადგილზე მათი საჭიროებები მოისმინეს.  

NO COMMENTS

LEAVE A REPLY