ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა პედაგოგებს წამყვანისა და მენტორის სტატუსის მიღება მიულოცა

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა ბოლნისელ წამყვან და მენტორ მასწავლებლებს მიღწეული წარმატებისთვის სიგელები გადასცა.

პედაგოგებს ლამაზი საღამო ბოლნისელმა მომღერლებმა სალომე წიქორიძემ და ნიკა აბდუშელიშვილმა მოუწყვეს, რომელსაც ბოლნისის თეატრის მსახიობი ნატალია ყიფშიძე უძღვებოდა.

ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე ესწრებოდნენ.

წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ოცდაორმა, ხოლო მენტორის ერთმა პედაგოგმა მიიღო. დავით შერაზადიშვილმა მასწავლებლებს პროფესიული ზრდა მიულცა და მომავალი თაობის აღზრდისთვის მათ მადლობა გადაუხადა.
,,მინდა ყველა წამყვან და მენტორ მასწავლებელს პროფესიული ზრდა მოგილოცოთ. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი ყოველი წარმატება დადებითად აისახება ჩვენს მუნიციპალიტეტსა და მთლიანად საქართველოზე, რადგან სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც მომავალ თაობებს ზრდით იმ ღირებულებებით, რომლებიც ქვეყნის სწორი განვითარებისთვისაა საჭირო. ჩვენი მუნიციპალიტეტი დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგანს, ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ, სკოლებში ვცდილობთ თანამედროვე ინფრასტრუქტურა შევქმნათ და ამ პროცესში თქვენი და მინუციპალიტეტის თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ პროფესიული უნარების განვითარებას არასდროს შეწყვეტთ და საქართველოს კვლავაც განათლებულ და ღირსეულ მოქალაქეებს აღუზრდით”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS