სოფელ მუშევანამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი დაიგო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, სოფელ მუშევანამდე მისასვლელი ახლადმოწყობილი გზა მოინახულა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გაკეთდა სანიაღვრეები და 680 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგო. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

„სოფელ მუშევანამდე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ბეტონის გზა დაიგო, რომელსაც ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა გააჩნია, რაც მოსახლეობისთვის კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენს მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც, ამ მხრივ, კიდევ არაერთი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ“ , – განაცხადა ბოლნისის უნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY