სოფელ ბალიჭში ახალი სკვერი გაიხსნა


,,არემჯის“ 2019 წლის ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში სოფელ ბალიჭში ახალი დასასვენებელი სკვერი მოეწყო.

სამშენებლო სამუშაოების შედეგად სრულად მოსწორდა და დასუფთავდა ყოფილი კულტურის სახლის ტერიტორია, რომელიც შემოიღობა. ადგილზე მოეწყო სასეირნო ბილიკები, გარე განათება და დასასვენებელი ზონა. ასევე რესტავრაცია ჩაუტარდა სკვერის ტერიტორიაზე არსებულ სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალს და დამხმარე შენობა-ნაგებობას.

სკვერის სამშენებლო სამუშაოები  ადგილობრივმა კომპანიამ განახორციელა.

სკვერის გახსნას კომპანიის წარმომადგენლები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი და სოფლის მოსახლეობა დაესწრნენ. 

ახალ დასასვენებელ სკვერში მისულ სტუმრებს, ადგილობრივ მოსახლეობას ლამაზ გარემოსთან ერთად, დაბა კაზრეთის ანსამბლი ,,მადნეული“ ქართული ცეკვით შეხვდა.

პროექტი  ,,არემჯის“ კოპრორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მისი ღირებულება 90 000 ლარს შეადგენს.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY